|
2023-05-13 22:39:08, 899 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე - გავრილოვი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციასთან
გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარისას განაცხადა. მისივე თქმით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე თავისი ნებით დაჯდა, რაც იყო პროვოკაციული ნაბიჯი და მიზნად საზოგადოების აბუნტებას ისახავდა. "ზარ-ზეიმით ვინ დახვდა?! თქვენ ხომ იცით როგორ დაჯდა გავრილოვი იმ სკამში [პარლამენტის თავმჯდომარის სკამში]? თავისი ინიციატივით. იქ არ უნდა დამჯდარიყო გავრილოვი. ეს იყო ნიშანი - აი, აბუნტდითო. ანუ გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან", - განაცხადა კახაძემ. ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელსაც, რა დროსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. მომხდარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს, სწორედ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გამოსცა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



