|
2023-05-13 12:10:37, 896 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს მოვუწოდებ, აღმოფხვრან რეპუტაციული ზიანი
წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ ამ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოს და მის ხალხს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. პაპუაშვილის თქმით, რეპუტაციული ზიანის აღმოფხვრა ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ მომავალში გარკვეული სანდოობა ჰქონდეთ. "დაუფიქრებელი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოსა და მის ხალხს. ეს ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და მომავალში გარკვეული სანდოობის მოპოვებისთვის",- წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



