|
2023-05-12 23:33:32, 1427 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოზიციებიდან ბახმუტის ჩრდილოეთით უკანდახევა აღიარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკანდახევა პოზიციებიდან ბახმუტის ჩრდილოეთით, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქიდან, რომელიც გასული ზაფხულიდან არის მძიმე ბრძოლების ადგილი უკრაინის არმიას, რომელიც იცავს მას და რუსეთის ძალებს შორის. 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმიამ „ახალი საზღვარი დაიკავა“ ბერხოვსკის წყალსაცავთან „მისი ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით“ . სინამდვილეში, ეს ნიშნავს უკან დახევას ბოგდანოვკას მხარეში. ამის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის შესახებ მანამდე ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, დაადასტურა. რუსი სამხედროების უკანდახევა უკრაინულ ჯარებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ გზა ჩასოვ იარში, ერთადერთი, რომელიც ამჟამად ამარაგებს უკრაინულ ძალებს ბახმუტში. პრიგოჟინმა თქვა, რომ მომავალში ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი დაქირავებული მებრძოლების ალყა თავად ქალაქში. რუსეთის ჯარს ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია. 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები წინა დღით წინ მიიწევდნენ სოლედარის მიმართულებით "მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ", რომლის სიგრძე 95 კილომეტრზე მეტია. კონაშენკოვის თქმით, თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა სამხედრომ და 40-მდე ტანკმა. ერთი დღით ადრე რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის ტავდაცვის სამინისტრომ უარყო. უკრაინის სარდლობა მათზე კომენტარს არ აკეთებს. 12 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სამხედროებმა მოახერხეს რუსული ძალების შეჩერება და ზოგიერთ რაიონში „მათი უკან დაბრუნებაც კი“.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)