|
2023-05-12 15:46:35, 1162 ნახვა
პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო 45 ადამიანი დააკავა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს. მათი ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია. "სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში ჩატარებული პროცედურული ღონისძიებების შედეგად, გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ღონისძიებები, რა დროსაც, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა. "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის კგბ-ს საზღვრის დაცვის სამსახური აცნობებს რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, უკანონო დაკავების ბოლო ფაქტი, გუშინ, 11 მაისს დაფიქსირდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



