|
2023-05-12 13:53:13, 1471 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ლი ჰუის ევროპული ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჩინელი დიპლომატი რუსეთისა და უკრაინის გარდა, პოლონეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა, 15 მაისს დაიწყება. "ჩინეთის წარმომადგენლის ვიზიტი დადასტურებაა იმის, რომ ჩინეთი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთი არის მშვიდობის მხარეს",- განაცხადა სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა. შეგახსენებთ, აპრილში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის გამართული პირველი საუბარი იყო. უფრო ადრე, ევროპელმა ლიდერებმა ჩინეთს არაერთხელ მოუწოდეს, რომ რუსეთზე არსებული გავლენა ომის დასასრულებლად გამოეყენებინა. ერთ-ერთი ასეთი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც მოუწოდა სი ძინპინს, რომ ჩინეთმა გამოიყენოს რუსეთზე გავლენა, დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის ცივი ომის თავიდან ასაცილებლად. აპრილის დასაწყისში, სახალხო რესპუბლიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმყოფებოდნენ. ვიზიტით მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთს მშვიდობის დამყარებაში მთავარი როლი აქვს. მარტში სი ძინპინი რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტნთან შეხვედრა გამართა. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)