|
2023-05-12 12:24:47, 1263 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ როთი PES-ის დატოვებაზე - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი „ქართული ოცნების“ მიერ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დატოვებას ეხმაურება. როთის თქმით, PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ არსებობს და სოციალ-დემოკრატობა ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული. „აღმაშფოთებელია! PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ არსებობს! სოციალ-დემოკრატობა ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება",- წერს როთი. შეგახსენებთ, გუშინ, 11 მაისს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპის სოციალისტური პარტიის" (PES) დამკვირვებელი წევრის სტატუსს ტოვებს. PES-ის რიგების დატოვების შესახებ მმართველი პარტიის განცხადებას წინ უძღოდა თავად "ევროპის სოციალისტური პარტიის" კომენტარი, რომლის მიხედვითაც, PES-ი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას გმობდა და ამბობდა, რომ მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს სიტყვით 4 მაისს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



