09:04 - 12 May, 2026
|
2023-05-12 11:24:33, 1774 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს
ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს, ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს. მალიარის თქმით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები საკუთარ თავს აქებენ, საუბრობენ სავარაუდო წარმატებებზე და იგონებენ ისტორიებს უკრაინის სამხედრო სარდლობის შესახებ. „მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“,- წერს მალიარი. მისივე თქმით, ოკუპანტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ, რათა რეალური მდგომარეობა გაამართლონ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)