11:29 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 09:49:27, 887 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი

„ქართულ ოცნებას“ საკუთარი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

„მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. "მთავარი არხის" ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის და რის პროპგანდას ეწევა? ვითომ ოჯახის სიწმიდის მხარესაა. ოჯახის სიწმიდის მხარეს კი არა, პუტინის სიწმინდის მხარეს და რუსეთის მხარეს არის ეს ხალხი“,- განაცხადა ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics