|
2023-05-10 23:28:26, 1097 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - ხელისუფლება რუსული ჩაძირული გემისა და ქვეყნის მიმართულებით გასაქცევი გახდება
„ოცნებამ“ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით. ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო რუსულ სივრცეში მოექცეს. "საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა. დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი. დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, ის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით. ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში. ხელისუფლება რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით. სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე და ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა", - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)