|
2023-05-10 19:04:24, 1290 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - შემდეგი კარგი ნაბიჯი აფხაზეთისა და „ოსეთის“ დაბრუნება იქნება
სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა, ბუნებრივია ამას არ მოჰყოლია მეორე მხრიდან რეაგირება, იმიტომ რომ რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უწევდათ სხვადასხვა ქვეყნის გავლით დაბრუნება, იმ ფონზე, რომ რუსეთის მოქალაქეები შეფერხების გარეშე კვეთდნენ საქართველოს საზღვარს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს. „რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის მხარემ დააწესა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და თვითონვე მოხსნა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგია. რაც შეეხება ადგილობრივ ხელმოცარულებს პოლიტიკაში, ახლა, ალბათ გამოვარდება ვაშაძე, თუ უკვე არ იყო და იტყვის, რომ რუსეთმა დაასაჩუქრა საქართველოს მთავრობა. ვაშაძე ხომ იცით რომელია? - საკუთარი ბინა რომ რუსებს მიაქირავა და დღემდე ფულს იღებს. მერე გამოვარდება ალბათ ხოშტარია, იცით ხომ, რუსეთიდან რომ ფინანსდება ამდენი წელია და შემდეგ ბათუმში რომ ბინა შეიძინა. გამოვარდება ალბათ კიდევ გიჟი „ჯაფარა“, რომელიც ხომ იცით, რომელი "ჯაფარაა"? რომლსაც ვითომ ევროინტეგრაცია უნდა. ევროკომისიამ გვითხრა, ნაკლები პოლარიზაციაო და ის უკვე ახალგაზრდებს ამზადებს იარაღის გამოყენებაში და იმაში, თუ როგორ ჩაერთონ რევოლუციაში - აი ეს „ტროიკა“ და კიდევ დაემატებიან სხვა ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. რუსეთის მოქალაქეები ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან ლარსის გავლით მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით, თქვენ ამის შესახებ. ამიტომ, შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან, აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ოსეთი დააბრუნოს, ეს არის სწორი მიდგომა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



