|
2023-05-10 10:34:03, 1379 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევისას ბახმუტის ნაწილი გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის ბახმუტთან შეტევითი ოპერაციების დროს დაამარცხეს რუსეთის ფედერაციის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ნაწილები, გაათავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი და დაატყვევეს რუსი სამხედროები. - ამის შესახებ განაცხადა ანდრეი ბილეცკიმ, აზოვის ტაქტიკური ჯგუფის მეთაურმა, რომელიც მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ნაწილია. მისი თქმით, რუსული 72-ე ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეული ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა. „დაირღვა ბრიგადის დაზვერვა, განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ტყვედ ჩავარდა მნიშვნელოვანი რაოდენობა. შეტევითი ოპერაციები განხორციელდა 3 კმ სიგანისა და 2 კმ 600 მეტრის სიღრმის ზოლში. მთელი ეს ტერიტორია მთლიანად გათავისუფლდა რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან“, - განაცხადა ბილეცკიმ. ასევე, მისი თქმით, დიდი დანაკარგები განიცადა პმკ „ვაგნერის“ მე-3 თავდასხმის რაზმმა. მანამდე სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72-ე ბრიგადამ ბახმუტის რაიონში პოზიციები დატოვა. ”მათ უბრალოდ დატოვეს პოზიციები და გაიქცნენ”, - თქვა პრიგოჟინმა, პრიგოჟინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით "ფრთებს შლიან", ზაპორიჟჟიაში გადაჯგუფდებიან და უახლოეს მომავალში დაიწყებენ კონტრშეტევას. გასული წლის შემოდგომიდან დონეცკის ოლქში რუსული ჯარები ბახმუტს უტევდნენ. ქალაქი ჯერ არ არის მთლიანად აღებული. პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ურბანულ ბრძოლებში მხოლოდ ვაგნერის მებრძოლები მონაწილეობენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)