|
2023-05-09 16:23:49, 839 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე PES-ზე - თუ ტრადიციები, კულტურა და ოჯახი მათთან წინააღმდეგობაში მოდის, პარტიაში არაფერი გვესაქმება
თუ ტრადიციები, კულტურა, ღირებულებები, ოჯახი და ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ [ევროპელი სოციალისტების] პარტიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე "ევროპის სოციალისტური პარტიის" (PES) ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. კალაძის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო არის ქვეყნის წარსული, ტრადიციები და ოჯახი, აქედან გამომდინარე სწორედ აღნიშნული ღირებულებებით უნდა მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. "ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის რითაც ვამაყობთ - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ის ტრადიციები, ის ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია მაგალითად ოჯახზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენია წლის განმავლობაში ვაკეთებთ. როდესაც ვისმენთ ჩვენ ამ ტიპის განცხადებებს, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება და მოდი, ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა და რაზე იყო კონკრეტული ყურადღება გამახვილებული, იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. "ევროპელი სოციალისტების პარტიამ" (PES) ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა დაგმო და მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს.
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



