|
2023-05-09 10:01:54, 1495 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვია
დღეს, 9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. "სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ, ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს", - დაწერა ლაიენმა Twitter-ზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)