|
2023-05-08 13:30:15, 1037 ნახვა
საზოგადოება
მკითხველის „საბა“ - ახალი ნომინაცია
ლიტერატურულმა პრემია „საბა“ მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. „საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია - „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ. შერჩევის პროცესი დღეიდან აიღებს სტარტს. ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა აპლიკაცია SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. „მკითხველის საბას“ ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს. თუ გაქვს სურვილი, გახდე „მკითხველის ჟიურის“ წევრი, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და გახდი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი. შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)