|
2023-05-06 11:43:56, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთმა თავისი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან ზარალს არ ცნობდა
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას თავისი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან ზარალს არ ცნობდა,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, პუტინს არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ. "რუსების ცინიზმმა გამაოცა. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიყავით მოლაპარაკებებზე [ბელარუსში, 2022 წლის 28 თებერვალს], ჩვენ დავთვალეთ დაახლოებით 3 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ვსხედვართ, ვსაუბრობთ, მეორე მხარეს მომლაპარაკებელი მხარე ზის. ვეუბნები, კარგი, დერეფნებზე და მოსახლეობის გაყვანაზე შევთანხმდით, მაგრამ თქვენი დაღუპულების გვამებს რას ვუზამთ? რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართავს და ამბობს, რომ "არ ვადასტურებთ, გვყავს 10 ან 20 ან 30 დაღუპული. დელეგაციის ხელმძღვანელი ჩემთან ბრუნდება: „არ ვადასტურებთ“. მე ვამბობ, შეიძლება არ დაადასტუროთ, მაგრამ 3 000 ჯარისკაცის ცხედარი ჩვენს ტერიტორიაზე ლპება",- განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 751 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო. ამასთან, თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)