|
2023-05-06 01:24:34, 1562 ნახვა
საზოგადოება
წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
წელის ტკივილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა, რადგანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ დისკომფორტსა და პრობლემებს იწვევს. ამ დროს რთული ხდება არა მარტო ყოველდღიური საქმიანობა, არამედ დაძინება და მოსვენებაც კი. წელის არეში ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი სხვადსხვა მიზეზი არსებობს, რომელთა სიმპტომებიც განსხვავებულია. წელის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია: ● კუნთების დაჭიმულობა; ● დაღლილობა; ● მჯდომარე ცხოვრების წესი; ● ხერხემლის პათოლოგიები; ● ფიზიკური დატვირთვა. თუ ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამის მიზეზი შეიძლება ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება იყო. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. წელის პრობლემების მკურნალობა წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პრობლემის ხასიათსა და სირთულეზე. ძირითადად ამ პრობლემას მედიკოსები კომპლექსურად უდგებიან და ადამიანებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა - სწორად ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარის თქმა. წელის ტკივილისა და წელის არეში არსებული პრობლემების დროს რეკომენდებულია ცურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ხშირად აუცილებელი ხდება წელის ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების გამოყენებაც. ეს ორთოპედიული პროდუქტები ხელს უწყობს წელის არეში ტკივილის შემცირებას, ახდენს წელის სტაბილიზაციასა და ხსნის დატვირთვას. წელის ქამარს შეიძლება ჰქონდეს პლასტმასის ან მეტალის ჩანართი, რაც უზრუნველყოფს ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით. აუცილებლია, რომ წელის ქამრებისა და კორსეტების ზომა სწორად შეირჩეს, რათა ქამარი იყოს მაქსიმალურად ეფექტური თქვენთვის. ამ პროდუქტს ასევე, პაციენტები იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ამ და სხვა ორთოპედიული პროდუქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ პორტალზე - infomedical.ge. ეს ვებ-გვერდი თითოეულ სამედიცინო ნივთზე დეტალურ აღწერილობას იძლევა. გარდა ამისა, შეგიძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ სხვადასხვა დაავადებისა და სამედიცინო პრობლემის შესახებ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)