|
2023-05-05 15:44:37, 1102 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N1 საცხოვრებელ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, გამგეობა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, 16 ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟს ახორციელებს. ამის შემდეგ საპარკინგე სივრცე მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები განხორციელდება. „ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდებარედ N2 – N4 კორპუსთან არსებული დაზიანებული სკვერი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)