|
2023-05-04 17:04:31, 1246 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
მინდა მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, "პატრიოტის" სისტემებისთვის, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი უკრაინას პარტნიორებთან ერთად გრძელვადიან მხარდაჭერას დაჰპირდა. „თქვენი ვიზიტი ნიდერლანდებში კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია, რომ უკრაინელი ხალხი და მისი პრეზიდენტი არ დაემორჩილებიან რუსეთის აგრესიას. ნიდერლანდები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ თქვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა მარკ რუტემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს, 4 მაისს ჩავიდა.
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)