|
2023-05-04 11:13:51, 1863 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსა
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) მე-4 ენერგობლოკის ტურბინის განყოფილებაში სამხედრო ტექნიკა და ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა მარეგულირებელმა ინსპექციამ, 2 მაისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლებთან ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსი ოკუპანტები სამხედრო ტექნიკას, იარაღს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ათავსებენ ZNPP-ის No4 ენერგობლოკის ტურბინის განყოფილებაში“,- აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები საზიანოა ZNPP-ის სამრეწველო ობიექტზე ატომური დანადგარების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისთვის და საფრთხეს უქმნის როგორც ატომური ელექტროსადგურის პერსონალს, ასევე ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს. სახელმწიფო ინსპექციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს აგრესორზე, კერძოდ, მკაცრი სანქციები გამოიყენოს რუსეთის ატომური ინდუსტრიის საწარმოებისა და მათთან დაკავშირებულ პირებზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)