16:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 09:06:02, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - კრემლზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მიერაა დადგმული

კრემლზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მიერაა დადგმული,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, ამაზე რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს.

მათივე ცნობით, მაჩვენებლებს შორისაა ისიც, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის თვით მოსკოვშიც, და შესაბამისად, ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა შეაღწია საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენაში და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული.

ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებელი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“,- აცხადებენ ISW-ში.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა კრემლის შენობას დრონებით დაესხა თავს. კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".

მომხდარს მალევე გამოეხმაურა უკრაინა. თავდაპირველად, განცხადება პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინა კრემლის თავდასხმაზე ინფორმაციას არ ფლობდა.

მოგვიანებით, ფინეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს მოსკოვზე ან პირადად ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა არ უცდია.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ,  მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics