|
2023-05-03 23:43:30, 1460 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - კრემლზე დრონების თავდასხმა ოლიგარქებმა შეუკვეთეს
უკრაინის უზენაეს რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია მიიჩნევს, რომ მოსკოვში, კრემლზე დრონების თავდასხმის ბრძანება რუსმა ოლიგარქებმა გასცეს. - ამის შესახებ მან ტელეგრამის თავის არხზე განაცხადა. „კრემლის თავზე დრონების შესახებ ბევრი ვერსია არსებობს. მე გამოვხატავ ჩემს პირად აზრს ინსაიდერების სერიებზე დაყრდნობით. კრემლზე თავდასხმა განხორციელდა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით, რომლებიც პუტინის რეჟიმის გამო სანქციების ქვეშ მოექცნენ. "ნაწყენი კლუბის" პირველი კოლექტიური თამაშია. იმედია ბოლო არა", - წერს სახალხო დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა, რაც განმარტა, როგორც პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის მცდელობა: ოთხშაბათს ღამით, ორი თვითმფრინავი თავს დაესხა სენატის სასახლის გუმბათს, რომელზეც რუსეთის დროშაა განთავსებული. 16 წუთის სხვაობით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)