|
2023-05-03 12:09:07, 577 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში სკეიტ პარკის მშენებლობა დასრულდა
სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე სკეიტ პარკი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. „დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბევრი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა. ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ეს არის საფეხბურთო ცენტრების პროექტები, რომელიც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სპორტით, ფეხბურთით და, ზოგადად, მოვახდინოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დანერგვა. სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ახლახან დავასრულეთ სკეიტ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ეს მიმართულება ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან მიხარია, რომ ყველა პარკი, სადაც ასეთი ტიპის პროექტი განვახორციელეთ, სავსეა ახალგაზრდებით. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სკეიტ პარკის მოედანი, მის გარშემო კი გამწვანდა 2 ჰექტარი ტერიტორია. თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის „მწვანე პოლიტიკა“ ადრე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულია და მიმართულია მწვანე სივრცეების მაქსიმალურად გაზრდისკენ. „ძალიან მიხარია, რომ მწვანე სივრცეების რაოდენობა დედაქალაქში იზრდება. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკა, როდესაც ხდებოდა მწვანე სივრცეების განადგურება და გაუბედურება, სპორტული სივრცეების გასხვისება იმისთვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენ ეს პოლიტიკა რადიკალურად შევცვალეთ. გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე და მოწესრიგებული პარკი შევქმნათ; რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაისვენოს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. არაფერი ისე არ უხდება ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)