|
2023-05-03 10:07:09, 740 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება
ქუთაისში ‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაულს წელს, პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუმებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად დაათვალიერა. "ქუთაისობისქალაქობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო წინა წლებთან შედარებით. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები გაშლილი. აქტივობებს წელს პირველად შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქუთაისობის დღესასწაულს",- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, სამომავლოდ, აეროპორტების გაერთიანება, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება. "ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს თითოეულ ქუთაისელს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არსებობის ისტორიაში წელს პირველად უერთდება ,,გვირილობის“ დღესასწაულს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ადგილობრივი მხატვრების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, სადაც ნებისმიერ მსურველს, დათვალიერებასთან ერთად, სასურველი ნამუშევრის შეძენა შეუძლია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველთვის იქნება წარმოდგენილი რეგიონის, როგორც ეკონომიკურ, ასევე, კულტურულ და სოციალურ განვითარებაში. ჩვენ ვართ რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და გვაქვს სურვილი აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)