|
2023-05-02 16:47:38, 823 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამინისტროს ცნობით, 2023 წლის სამოქმედო გეგმა 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 39 აქტივობისგან შედგება. ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. „სამოქმედო გეგმის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაერო-ს კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა და შშმ პირებისათვის სამინისტროს, აგრეთვე, მის სისტემაში არსებული უწყებების ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სერვისების მისაწვდომობის გაზრდა. რიგით მესამე სამოქმედო გეგმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა. პროცესში მონაწილეობდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები. დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოსაზრებებისთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები. მიღებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი აისახა სამოქმედო გეგმაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)