|
2023-05-02 16:27:10, 1331 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის მშობლები - ნამუსი თუ შერჩათ, გამოძიება თავიდან მკვლელობის მუხლით უნდა დაიწყონ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვს. 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახმა და ადვოკატებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე შეიტანეს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საქმე თავიდანვე გაყალბებული იყო. „დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ისევ მათი უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთ იცის, რაც ხდება ამ სისტემაში და უტყუარი ფაქტები მოიყვანა, ამიტომ აუცილებელია თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე. ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს, რას გააკეთებენ, მაგათ ტვინებში რა ხდება მე არ ვიცი. თავიდანვე ყველაფერს აყალბებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ყველა ღონეს იხმარენ, რომ პირიქით ეს კაცი გამოიყვანონ დამნაშავე", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, არ სჯერა ვერსიის, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა. „ბატონი სერგოს განცხადების შემდეგ მოვედით, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე დადგინდეს, განცხადება შევიტანოთ და დაიწყოს ძიება. რასაც ეს კაცი იძახის სიმართლეა, ნამუსი თუ შერჩათ უნდა დაიწყოს გამოძიება და ბოლოს და ბოლოს სიმართლე დადგინდეს. თამარს თავი არ მოუკლავს, მოკლეს და მკვლელები გარეთ სეირნობენ. არ გავჩერდებით თუ არ დაიწყეს გამოძიება", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)