|
2023-05-02 11:16:06, 1328 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 5-7 მაისს ციფრული თამაშების ჰაკათონი „Game Jam Georgia” გაიმართება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, წელს „საქართველოს ბანკის“ sCool და Student Card-ი სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ციფრული თამაშების ჰაკათონის „Game Jam Georgia-ს“ მთავარი პარტნიორია. „Game Jam Georgia“ კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტით, დიზაინითა და ხმის დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც საქართველოში 5-7 მაისს გაიმართება. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდები იმუშავებენ გამოცდილ გეიმ დეველოპერებთან, გეიმ დიზაინერებთან და ხმის დიზაინერებთან ერთად, რათა ერთი თემის გარშემო შექმნან თამაშები, რომლებსაც ჟიურის წევრებს წარუდგენენ. საუკეთესო პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან - პირველი ადგილის მფლობელს 2000 ლარი, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს კი 1000 ლარი გადაეცემა. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ გეიმინგ დეველოპმენტის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს, რომლებიც მათ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და შთაგონებას გაუზიარებენ. „ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თამაშების დეველოპმენტი კი - მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფერო, რომელიც ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება. „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისათვის საჭირო უნარების განვითარებას და მათი ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მრავალ საგანმანათლებლო და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი კი „Game Jam Georgia” არის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჰაკათონი წარმოადგენს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო ძლიერი გეიმინგ დეველოპმენტის ქსელის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



