|
2023-05-01 22:08:41, 663 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როცა რეკომენდაციებია შესასრულებელი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა საუბარი
როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამის გამო კი ცდილობენ არეულობის გამოწვევას, მათ შორის არის სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა, რომლის განხორციელების საშუალებასაც მათ მმართველი გუნდი არ მისცემს. „ოპოზიციამ რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა. ყველა მომდევნო სასესიო კვირაში იქმნება საქართველოს ბიუროს მიერ ახალი დღის წესრიგი, მზადდება პროექტი, რომელიც წარედგინება ბიუროს ტექნიკურ დონეზე, იქ რაღაც საკითხები შედის, რაღაც საკითხები არ შედის. უამრავია ისეთი საკითხი, რომელიც მომზადებულია სხდომაზე გამოსატანად, მაგრამ არ შედის სხვადასხვა საკითხების და მიზეზების გამო. ეს საკითხიც არ იყო შეტანილი პროექტში და იმდენი ცოდნა უნდა ჰქონდეს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ დააყენოს საკითხი. პირდაპირ გეტყვით, არ დავუჭერდით მხარს შეტანას, რადგან საბოტაჟის უფლებას არ მივცემდით. წასულია უკვე ეს ამბავი, დამთავრდა, წინა სასესიო კვირის დღის წესრიგია. სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს უფრო სერიოზული მიზეზი, ჩვენ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმიტომ ვიღებთ, რომ არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალება. საქმე მდგომარეობს შემდეგში, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც ხომ ჩანს, რომ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული. ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შეასრულოს ყველა ევრორეკომენდაცია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მიეცეს საბაბი, საქართველოს დააბრალოს რეკომენდაციის არშესრულება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს არ დაბრალდეს და საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესრულებისათვის, რომელიც იცით რაშიც მდგომარეობს, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი, შემდეგ ამან გამოიწვიოს არეულობა და ა.შ. ამ დროს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმია სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა, ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩავარდა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)