08:52 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 19:36:01, 1337 ნახვა

სამართალი
თინათინ ტურძილაძე „ვოსორიტიდზე“ - კვლევებში, ცალსახად არის ნათქვამი, რომ სარგებლისა და რისკის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არსებობს

„არც აშშ-ში და არც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ, მას უპირობო ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. კვლევებში, ცალსახად არის ნათქვამი, რომ წამლის სარგებლისა და რისკის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არსებობს. ანუ, არ ვიცით, სარგებელი ასე გაგრძელდება, თუ - არა“, - ამბობს მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, ევროპას აქვს ავტორიზაციის რეჟიმი - „თანაგრძნობის ავტორიზაცია“ და  ნიშნავს, რომ წამალი არ არის ავტორიზებული,  მაგრამ იმდენად მძიმე დაავადებისთვისა შექმნილი, რომ მინიმალური სარგებლის ნიშნების გამო დაუშვეს ბაზარზე.

„ასეთ შემთხვევაში ამბობენ, თავად გადაწყვიტეთ, გინდათ, თუ არა ეს მედიკამენტი, იმიტომ რომ მას არ ახლავს სახელმწიფოს გარანტია. შემდეგ მოდის, პირობით დაშვება, როდესაც დიახ, სარგებელი არის, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ამის შემდეგ მოდის ის ავტორიზაცია, რომელზეც ადგილობრივი სპეციალისტები აპელირებენ, რომ მედიკამენტს აქვს ავტორიზაცია. არა, ის ავტორიზაცია და დამატებითი დათქმებით დაშვებული ავტორიზაცია, რაც „ვოსორიტიდს“ აქვს, ერთმანეთისაგან განსხვავებულია“, - ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics