08:16 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 18:35:50, 930 ნახვა

საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მამა - როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს, რომ შვილი გამისამართლოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, ოჯახმა მოითხოვა ნაფიცი მსაჯულები, რადგან მისთვის საქალაქო სასამართლო ნდობით არ სარგებლობს.

"როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს რომ გამისამართლოს შვილი. არა. ამიტომ მოვითხოვეთ ნაფიცი მსაჯულები. ანუ, ჩვენ ხომ არ ვიძახით, ხომ არ გავურბივართ, სამართალს, რომ გაირვეს, დააზიანა თუ არა ლაზარემ ვინმე. ძაან კარგად უყურეთ ხო ვიდეოებს - მიკერილი, იქ ვიღაცა ჩანს, იქ... ყველგან როგორ იყო ეს ჩემი შვილი, ის ხომ არ იყო მართლა... მანქანასთან, ცეცხლთან, "ვაფშე" სხვა პიროვნებაა, სხვა რაღაცები აცვია, იმას რომ ისვრის, სულ სხვა ადამიანია... საერთოდ არ ვენდობი გამოძიებას", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics