|
2023-04-30 17:36:36, 957 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა. ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩაის ადგილობრივმა მწარმოებელმა და იმპორტიორმა 15-მდე კომპანიამ, რომლებმაც სტუმრებს სხვადასხვა სახეობის პროდუქცია შესთავაზეს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ. „ქართული ჩაი თავის საგემოვნო და ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამორჩეულია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მეჩაიეობის და მეფუტკრეობის დარგების განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერს ფერმერებსა და მეწარმეებს არაერთი სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნული ფესტივალი, უკვე წლებია, სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და ქართული ჩაისა და თაფლის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ გავაგრძელებთ მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას როგორც წარმოების განვითარების, ასევე პოპულარიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. ჩაისა და თაფლის ფესტივალი, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 2005 წლიდან იმართება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კი, ფესტივალს მთაწმინდის პარკი მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და მომხმარებლებში ნატურალური ჩაისა და თაფლის პოპულარიზაცია. ჩაისა და თაფლის ფესტივალი მეწარმეებს ხელს უწყობს საკუთარი პროდუქცია უშუალოდ გააცნონ მომხმარებლებს და გაზარდონ მისი ცნობადობა, მოიძიონ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)