05:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 10:51:10, 850 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი  ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერმედეგობის გაძლიერებას. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოებისა და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძო სუბიექტების კიბერრისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის გაუმჯობესებას; ასევე, ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ითვალისწინებს კიბერთავდაცვის და რეაგირების/აღდგენის ღონისძიებების იდენტიფიცირებას და განხორციელებას.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა ენერგიის მიწოდება არ იყოს გამოყენებული როგორც იარაღი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. აღნიშნული პარტნიორობა შექმნის ძლიერ, უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კეთილდღეობას და სუვერენიტეტს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა და ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე.

ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერინციდენტების მართვის შესახებ გამოცდილებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორს გაუზიარებს, რაც კიბერშეტევებისგან თავის დაცვასა და ინციდენტებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, მემორანდუმის ხელმომწერი ყველა მხარე საქართველოს ენერგოსექტორის ერთიანი, მძლავრი, კიბერშეტევებისგან დაცული სისტემის შექმნაში ერთობლივ წვლილს შეიტანს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics