08:53 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 22:04:53, 1127 ნახვა

სამართალი
ოჯახის ადვოკატი დიღომში დაღუპულ ბავშვზე - ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, გოგონამ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი და ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" წარმომადგენელი, ელისო რუხაძე 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საკითხზე ექსპერტიზის პირველად დასკვნას.

მისივე თქმით, დაზიანებები მრავლობითი არის სახისა და ყურის არეში, ასევე საკმაოდ დიდი დაზიანებებია ფეხის, ზურგისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მიყენებული დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილამდე არის განვითარებული, შესაბამისად, ვერსია, რომ ბავშვი თავად დაიხრჩო ან გარკვეული საკვებით მიიღო და ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები, ექსპერტიზის დასკვით ფაქტობრივად გამოირიცხა.

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები არის ძალიან მრავლობითი – არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს. ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობით დაზიანებები, ასევე არის ფეხის, ზურგის და სხეულის სხვა ნაწილებზე.. თითქმის, მთელს სხეულზე არის როგორც წვრილი მრავლობით დაზიანებები, ასევე დიდი,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს, 28 აპრილს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics