|
2023-04-28 17:06:51, 1520 ნახვა
ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის 18 ტანკი და „მარდერის“ 40 საბრძოლო მანქანა უკვე გადასცა
გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია ასრულებს დაპირებულ სიტყვას და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით. „მარტში ჩვენ უკრაინას გადავეცით 18 თანამედროვე Leopard 2A6 და 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა Marder-ი ისევე, როგორც სხვა პაკეტები, როგორიცაა სასწრაფოდ საჭირო სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა. გარდა ამისა, მეტი წარმატებისთვის, აქტიურად ვახორციელებდი ზეწოლას ჩვენს მოკავშირეებზე. საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხეთ ბრიგადის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ზაფხულში უკრაინისთვის "ლეოპარდ 1"-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის მიწოდებასაც გეგმავს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)