|
2023-04-28 15:59:03, 896 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა და ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შეხვდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "როგორც მოგეხსენებათ, ივნისში საქართველოში უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის მატარებლების დაბრენდვა და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში 7 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩამოდის. მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უეფა-ს ეგიდით იმართება, საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინოს. აღსანიშნავია, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე გავა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს", - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)