|
2023-04-28 15:32:38, 1004 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახური სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება
28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი სლოგანია - "უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა". ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გლობალურ კამპანიას შრომის ინსპექციის სამსახური უერთდება და კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების მიმართულებით. 2018 წელთან შედარებით, 41%ით შემცირდა სამუშაო სივრცეში გარდაცვლილთა რაოდენობა. შრომის ინსპექციის სამსახურმა გასულ წელს 2500-ზე მეტი ინსპექტირება ჩაატარა, მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, უწყების მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 292 სამშენებლო ობიექტი. საიდანაც 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება. ხოლო დარჩენილ 180 ობიექტს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)