|
2023-04-28 13:15:54, 831 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის ძირითადი საგამოძიებო მიმართულებები და არსებული გამოწვევბი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურის მიღწევებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განიხილეს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის და ეფექტიანი გამოძიების კონკრეტული მაგალითები. "ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროკურატურის როლს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულ თემაზე,პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სტრუქტურა და არსებული პრაქტიკა გააცნეს. დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)