|
2023-04-28 12:11:06, 1172 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - მისი განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით. როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC-ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო. „ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“ და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია. 18 აპრილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილლმა განცხადება გაავრცელა, სადაც „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა და არსებული წილის ნახევარი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცა.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



