|
2023-04-28 11:13:36, 936 ნახვა
საზოგადოება
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. რეისი, რომლითაც ქვეყანაში Myway-ის 13 თანამშრომელი ჩამოიყვანეს, თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რატი ბაკურაძის თქმით, ეპიცენტრიდან თავის დაღწევა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან არსებობდა საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტი. "მივულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს საქართველოში ჩამოსვლას. 33-ვე მოქალაქე უკვე ჩამოყვანილი და ევაკურებულია. საკმაოდ რღული საქმე იყო. გაღწევა ძალიან ძნელია ეპიცენტრიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხეთ. ასევე რთული იყო გაძლებაც, ვინაიდან გვქონდა საკვების, წყლის და საწვავის დეფიციტი იყო",- განაცხადა რატი ბაკურაძემ. ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე იმყოფებოდნენ. გუშინ, 27 აპრილს სუდანიდან ევაკუირებული Geo Sky-ის 20 თანამშრომელი სამშობლოში დაბრუნდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)