|
2023-04-27 15:12:38, 1409 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების ჯილდო 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს
ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. "მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ შემთხვევაში გასამმაგდება შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილ ჯილდოს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებზე (დიდებში)გამარჯვებულები მიიღებენ. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)