|
2023-04-27 15:08:17, 1384 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა IRI-ის კვლევაზე - „ოცნება“ უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ
„ოცნება“ უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა IRI-ის კვლევას. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ასევე უარყოფს ჰუმანიტარული და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის. "როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და ასევე, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, არამედ ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას",- წერს ფოტიგა. ცნობისთვის, 25 აპრილს, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



