05:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 13:35:03, 1098 ნახვა

საზოგადოება
შსს - 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა

2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნის 291-მა მოქალაქემ ითხოვა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში:

  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 მოქალაქეს. აქედან 1 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე - დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე.
  • ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა უკრაინის 39 და ყაზახეთის 3 მოქალაქეს; იგივე სტატუსი მიენიჭა ასევე 5 პირს, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია.
  • საქართველოში სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 153 მოქალაქეს. მათ შორის არიან რუსეთის 9, უკრაინის 2, ირანის 48, თურქეთის 21 და მიანმარის 16 მოქალაქე.
  • საქართველოში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იქნა 38 მოქალაქე.

შსს-ს ცნობითვე, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 უცხოელი დარეგისტრირდა. საიდანაც 24 რუსეთის, 68 უკრაინის, 49 ირანის, 29 თურქეთის, 11 ინდოეთის მოქალაქეები არიან.

თავშესაფარი მოითხოვა ასევე 10-მა მოქალაქემ, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2 - მოქალაქეობის არმქონეა, ხოლო 4 ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

გარდა ამისა, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში განხილულ იქნა რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხადი, აქედან თანხმობა მიეცა 1 190 პირს [მათ შორის 273 არასრულწლოვანია].





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics