07:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 11:28:49, 928 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის საგამოძიებო მიმართულებები, მიღწევები და არსებული გამოწვევები.
 
"ამერიკელი  კოლეგები დაინტერესდნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული და ფულის გათეთრების დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების საქმიანობით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ამ მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზაირეს.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics