|
2023-04-26 23:19:43, 1104 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრისგან მედიკამენტის შემოტანის ვადებზე ხელმოწერას ითხოვენ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მედიკამენტის შემოტანის ვადებზე ოფიციალურ ხელმოწერას ითხოვენ. ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედამ, მაკუნა გოჩიაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს საჭიროა მხოლოდ ოფიციალური პირების გადაწყვეიტლება, რომ ბიუჯეტიდან გამოყონ თანხები მედიკამენტ ვოზორიტის შესაძენად. "ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯი, კონკრეტულად პრემიერისგან განკარგულებაზე ხელის მოწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ამა და ამ ვადებში მედიკამენტის შემოტანა მოხდება და ეს უკვე არის თანმდევი პროცესი, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს გადამზადება, მომზადება, გაიდლაინის შექმნა. ამისთვისაც ყველანაირი რესურსი აქვს ქვეყანას, კეთილი ნება აქვს ქვეყანას ექიმებისგან, რომ გაიარონ ტრენინგი, არაფერი არ გვიშლის ხელს, გარდა ოფიციალური გადაწყვეტილებისა, რომ ბიუჯეტიდან გამოყონ თანხები ამ მედიკამენტისთვის დაჩქარებული წესით და დაჩქარებული წესითვე მოხდება უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ჩაერთოს პროცესში, იმისთვის, რომ მედიკამენტი "ვოზორიტიდი", საქართველოში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს. 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". პროსტესტის მეექვსე დღეს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მერვე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



