|
2023-04-26 17:23:12, 1598 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 44 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები. "პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 44 ჩვენი ადამიანის სახლში დაბრუნება. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები",- განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, დამპყრობლების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც, რომლებიც მტერმა ტყვეობაში აწამა. "ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალების შესრულებას, რაც ნათლად ჟღერდა: „მოიყვანეთ ყველა სახლში“, - დასძინა ერმაკმა. ცნობისთის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 279 უკრაინელი გათავისუფლდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)