|
2023-04-26 11:25:02, 1094 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ'' საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედნენ. გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე, პროკურორებმა სტუდენტებს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და „კანონიერი ქურდობის" დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის და ევროპული სასამართლოს მიდგომის შესახებ ისაუბრეს და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. "დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს. საინფორმაციო კამპანია - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)