|
2023-04-25 16:05:21, 1167 ნახვა
საზოგადოება
ყაზახური მედია - ალმათში 24 ქართველი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
ყაზახეთში 24 ქართველი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ჟანდოს სუიუნბაის თქმით, ისინი ქოლცენტრში მუშაობდნენ. ”ალმათში, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების მსვლელობისას, გამოავლინეს ინტერნეტ თაღლითების ქოლ-ცენტრი. ოპერაციის დროს დააკავეს საქართველოს რესპუბლიკის 24-კაციანი ჯგუფი“,- განაცხადა სუიუნბაიმ. როგორც მედია წერს, ყაზახეთში სატელეფონო ზარები რომელიმე ბანკის ან სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სახელით, თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან, მობილური ქსელების ოპერატორებმა სხვა ქვეყნებიდან 15 მილიონის რაოდენობის მსგავსი თაღლითური ზარი დაბლოკეს. "ამ წლის პირველ სამ თვეში ყაზახეთში გამოავლინეს 400-ზე მეტი დანაშაული, რომელიც სატელეფონო თაღლითობას უკავშირდებოდა. თაღლითები ზარის დროს ამბობდნენ, რომ ბანკის თანამშრომლები იყვნენ",- წერს მედია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)