07:46 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 15:30:21, 811 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მიხედვით, სამეულშია

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბაზისბანკის მთლიანმა აქტივებმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა.

იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მიხედვით, ბაზისბანკი ტოპ სამეულშია. საკრედიტო პორტფელმა 1.15 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში, პორტფელის ზრდამ 86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ 886 მილიონი ლარი შეადგინა. 

ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 275 მილიონი ლარით, 1.9 მილიარდ ლარამდე გიაზარდა. მათ შორის, იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდამ 261 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ 14 მილიონი ლარი შეადგინა.
31 მარტის მდგომარეობით, ბაზისბანკის წმინდა მოგებამ 12 მილიონი ლარი შეადგინა

"ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ბანკის სწორი რისკების პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისის მიწოდებას და მხარს ვუჭერთ მათი ფინანსური გეგმების წარმატებით განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე საქმიანობის 30 წლიანი ისტორიით, ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში", - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics