09:51 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:42:53, 1059 ნახვა

პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 42% თვლის, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრიდა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა "უცხოური აგენტების შესახებ" კანინპროექტს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს.

კვლევის მიხედვითვე, "უცხოური აგენტების კანონის" მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს - 42% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად). ამასთან, 38% მიიჩნევს, რომ კანონის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, ხოლო 18% გარკვეულწილად. კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან - 38% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად).


IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics