|
2023-04-25 00:08:28, 1148 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - აქონდროპლაზიის გართულებების მართვა არის ის, რაც ბავშვებს სჭირდებათ და ამის დაწყება ხვალიდანვე შეიძლება
ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის გართულების მართვა აიღოს საკუთარ თავზე, მაგალითად, რეაბილიტაცია, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაწყება ხვალიდანვე შეიძლება. სწორედ ეს არის ის, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ და მათი მომავალი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი, - ამბობს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ ეფექტს, მისი განცხადებით, ეს არ არის პრეპარატი, რომლის ეფექტურობაც 3 და 4 თვეში იკარგება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, არ არის ის ვადა, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს. „პრეპარატის არგამოყენებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისათვის, რისკი ნამდვილად არ დგება. ეს არის მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ზრდას. არც გართულებების, არც გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით, „ვოსორიტიდი“ არაფერს ცვლის. მას აქვს კონკრეტული მიზანი - ძვლების ზომის ზრდა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის თუ არა ტკივილის მომხსნელი, კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, ვერ ნახავთ ვერც ერთ მითითებას, რომ მედიკამენტს, რაიმე ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ტკივილზე“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)