|
2023-04-24 23:47:16, 1142 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე
ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე, - აცხადებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რასაც, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ჯანდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადებები ადასტურებს. როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანას დაწყებული აქვს პრეპარატის შემოტანისათვის მზადება, მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე და იმ ტექნიკურ ნიუანსებზე, რომელიც აუცილებელია ასეთი მედიკამენტის დანერგვისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ის მედიკამენტი, რომელიც იქნება შედეგის მომცემი და არ გაართულებს მათ მდგომარეობას, გვერდითი ეფექტები არ იქნება იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე მათი ახლანდელი სტატუსი. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი. დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეს არის პერიოდი, რომელიც მეტი მონაცემისა და ინფორმაციის მიღებას სჭირდება. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს ბავშვების მკურნალობა, თუ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იქნება ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)